Wednesday, 25 July 2018

გავიარე ინტელის საგანმანათლებლო კურსი "პროექტებით სწავლება" კურსის ფარგლებში გავიგე პროექტებით სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და ჩატარებაში. შევქმენით პორტფოლიო, ბლოგები,პრეზენტაციები, ბუკლეტები, გავწერეთ ჩასატარებელი პროექტის გეგმა, შევქმენით პროექტისთვის საჭირო რესურსები, შეფასების რუბრიკები. პროექტით სწავლება მოსწავლეებს აუმაღლებს სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის სურვილს, განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, დაგვეხმარება ჩავრთოთ სასწავლო პროცესში მშობლები.
   აღნიშნული ტრენინგი  ჩემთვის მნისვნელოვანი იყო, აუცილებლად გამოვიყენებ ტრენონგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში და ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
       

Wednesday, 18 July 2018

მერვე დღის რეფლექსია

მოცემული მე-7 მოდული დამეხმარა გამეგო კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა, პრეზენტაციის შექმნა,მუშაობა დოკუმენტებზე ,ცხრილებსა და ვებრესურსებზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის  ხელშესაწყობად და მოსწავლის შემდგომი წარმატებისთვის,ვიმსჯელეთ ტექნოლოგიების გამოყენებაზე ჩვენი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.

Monday, 16 July 2018

მეშვიდე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა. თუ როგორ უნდა დავგეგმოთ და გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად მოსწავლეთა წარმატებისათვის. ვიმსჯელეთ კითხვეზე, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ჩემს მოსწაავლეებს რომ ისინი თვითრეგულირების მოსწავლეებად იქცნენ. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გამოყენებული ოთხი  დონე: შინაარსი, პროცესი, პროდუქტები, სასწაწავლო გარემო. 
მოცემული მოდული ასევე დამეხმარა,თუ როგორ მოვამზადო  მასალები მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით. მიმოვიხილეთ პროექტის გეგმა.

Wednesday, 11 July 2018

მეექვსე დღე

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების ადაპტირება, შეფსების დაგეგმვა, შეფასების დაგეგმვის ცხრილი, უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები ,განმავითარებელი თვითსეფასება, სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, შეფასების გეგმის ჩეკლისტი, ჟურნალის შაბლონი.

Monday, 9 July 2018

მეხუთე დღის რელექსია

დღეს განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის, ინტერნეტ კავშირები მსოფლიოსთან,ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება. საავტორო უფლებები, საავტორო უფლებების ქაოსი.ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შექმნაზე.

Friday, 6 July 2018

მეოთხე დგის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.

Thursday, 5 July 2018

მესამე დღის რეფლექსია

დგეს განვიხილეთ 21-ე საუკუნის ადამიანის უნარები. პროექტს მივუსადაგეთ ესგ-ის სტანდარტებს. ბლუმის განახლებული ტაქსონომია და სიტყვები რომლებიც შეესაბამება ბლუმის თითოეულ ტაქსონომიას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შესაბამისი მაგალითები და განმავითარებელი პროექტის შაბლონი.